საზოგადოება

,შოკში ვარ. დიდი ბედნიერებაა ასეთი ექიმები რომ არსებობენ”

,,ექიმი ონკოქირურგი, რომელმაც შემთხვევით წაიკითხა პაციენტის სტატუსი და საკუთარი სახსრებით დააფინანსა მისი საკმაოდ ძვირადღირებული გამოკვლევები!

ეს ბატონი კახაბერ ბარამიძეა! უძლიერესი ექიმი, უძლიერესი პიროვნება და უძლიერესი ადამიანი,ონკოლოგი, ონკოქირურგი, მამოლოგი,.
მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
სამუშაო ადგილი: კლინიკა “ჯანმრთელობის სახლი.
ეს ის ექიმია, რომელმაც დაავადების უკვე შორეულ, ღრმა სტადიაში მყოფს მომკიდა ხელი და ფეხზეც დამაყენა. ეს იყო პირველი სასწაული ჩემ ცხოვრებაში, დღეს კი მეორე სასწაული მოხდა :
ბატონმა კახამ სრულიად შემთხვევით წაიკითხა ჩემი სტატუსი, სადაც ვწერდი, რომ ვერ ვახერხებდი უსახსრობის გამო გამოკვლევების ჩატარებას და კლინიკაში მისულს საკუთარი სახსრებით გამიკეთა ყველა ის გამოკვლევა, რომელიც აუცილებელია ამ მზაკვარი დაავადების დინამიკის საკონტროლებლად. შოკში ვარ, მაგრამ სასიამოვნო შოკში. ეს ხომ დიდი ბედნიერებაა, ასეთი ექიმები რომ არსებობენ, სწორედ, ასეთი ექიმები სჭირდება საქართველოს, სწორედ ასეთი ექიმები გვჭირდება ჩვენ-საქართველოს ხალხს , სწორედ ასეთი ექიმები ჰქმნიან ეპოქებს!” _ ცხადებს ნინო ჭიღიტაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close