დღეს, საქართელოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ვაშინგტონში შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებს სტივ კოენსა და დუნკან ჰანტერს. მასპინძლები დიდი ინტერესით გაეცნენ საქართველოსა და რეგიონში შექმნილ მდგომარეობას.

შალვა ნათელაშვილმა ხაზი გაუსვა ამერიკასთან უფრო მჭირო ურთიერთობისათვის ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის შემოღების აუცილებლობას, სამუშაო და სასწავლო ვიზების ფართოდ დამკვიდრების პერსპექტივებს. დღის მეორე ნახევარში სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა დახურული შეხვედრა, სადაც განიხილეს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი