მსოფლიოპოლიტიკა

,,ტრამპმა სირიის სანაპიროებთან მიათრია ავიამზიდები და რაკეტებით აღჭურვილი სამხედრო გემები”

ვალერი კვარაცხელია, პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარე:

_ რეცეპტი საქართველოს განკურნებისა

აშშ-მა, ამ მუდამ ომისა და შფოთის ინიციატორმა სახელმწიფომ, როგორც მას კონსტანტინე გამსახურდია უწოდებს, დღეს, მოსკოვის დროით 19 საათზე სირიის მიწაში დამარხა საკუთარი ყალბი დიდება. ეს “დიდება” ყალბი იმიტომ იყო, რომ მის უკან რამე ნათელი იდეა არასოდეს მოიაზრებოდა, იგი თავიდან ბოლომდე უსამართლობასა და ძალმომრეობაზე იდგა…

საქმე ისაა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელმაც სირიის სანაპიროებთან მიათრია ავიამზიდები და “ტომაგავკების” ტიპის რაკეტებით აღჭურვილი სამხედრო გემები, რუსეთის მიერ წითელი შუქის ანთების შემდეგ, არათუ რამე მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციის ჩატარება ვერ გაბედა, ერთი რაკეტაც კი (ისე, პრესტიჟისთვის) ვერ გაუშვა.

ამერიკამ საკუთარი “დიდება” მხოლოდ იმით კი არ დამარხა, რომ რუსეთის ასე ძალიან შეეშინდა, არამედ იმითიც დამარხა, რომ მთელი მსოფლიოს დასანახად სირიის პრეზიდენტის მიერ ვითომ ქიმიური იარაღის გამოყენების წინასწარ გაშიფრული და სამარცხვინო სპექტაკლი დადგა, მერე კი, ამ გულისამრევი სპექტაკლის გამოყენებით, მათ მიერვე შექმნილი ტერორისტებგან ათასჯერ დაბომბილ-გადამწვარი სირიის კიდევ ერთხელ დაბომბვა და გადაწვა სცადა.
ამერიკამ (ამ მართლაც ჯოჯოხეთის იმპერიამ) ის კი არ თქვა, რომ ტერორისტებს დავბომბავ და მათგან გაწამებულ სირიელ ხალხს დავეხმარებიო, არა, პირიქით, სირიელ ხალხს დავბომბავ და ტერორისტებს დავემარხებიო. არ არის ეს ჯოჯოხეთის იმპერიის საბოლოოდ გაშიშვლება და დამარხვა?

ეს ტრამპის პიროვნების კრიზისული ცნობიერების შედეგი კი არ არის, სახელმწიფოს (აშშ-ის) კრიზისული მდგომარეობის შედეგია. ეს სახელმწიფო გაიხრწნა, გადაგვარდა, ყოველმხრივ გამოიფიტა და სასიკვდილო აგონიის ფაზაში შევიდა, რისი დასტურიც დღევანდელი დღე – 2018 წლის 11 აპრილი გახლავთ.

გამოიღვიძე ქართველო ხალხო, გამოიღვიძე და უარი უთხარი ამერიკის ბინძური იდეოლოგიის მსახურ ქართველ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს,
ე.წ. არასამთავრობოებსა და ათასი ჯურის სხვა ვიგინდარებს, რომლებმაც ამ ქვეყნიდან მოსული დირექტივებით სამშობლო დაგვინგრიეს. გამოვაცხადოთ, რომ არცერთ იმ ადამიანს, ვისაც აშშ-ის პოლიტიკა და ნატო ოდესმე დადებით კონტექსტში უხსენებია, პოლიტიკას არ გავაკარებთ, რადგან საქართველოსთვის ოცდაათი წელიწადის განმავლობაში თავს დატეხილი ყველა უბედურება მათი ხელით განხორციელდა.

ესაა ერთადერთი უებარი წამალი საქართველოს გადასარჩენად!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close