,,ვადევნებ თვალს და ვხედავ, სოფლის სკოლის პედაგოგებს ისე უყურებს ზოგი, როგორც ლენინი ბურჟუაზიას. განათლების დონე მხოლოდ პედაგოგის დონით არ გაიზომება, თუმცა უმნიშვნელოვანესია ესეც. როდესაც სოფლის სკოლების პედაგოგების და მოსწავლეების დაბალ დონეზე საუბრობს სამინისტრო, მინდა შევახსენო ყველას, სხვისკენ თითის გაშვერა ადვილია.
მე ვერ ვიხსენებ ფიზიკის, ქიმიის და ზოგადად საბუნებისმეტყველო საგნებში გაკვეთილებს , როცა ცდა არ ჩაეტარებინა ჩემს პედაგოგს. დღეს, სკოლების მნიშვნელოვან ნაწილში მსგავსი ფუფუნება არაა, ვერ პასუხობს ინფრასტრუქტურა ელემენტარულ მოთხოვნებს, სასწავლო რესურსები და სხვა მნიშვნელოვანი, რომელიც როგორც პედაგოგს, ისე მოსწავლეს დაეხმარებათ ზემოთ ხსენებული საგნების შესწავლა-მოტივაციის ამაღლებაში.
დაბალი შედეგების ძიების მიზეზები სამინისტროდან რომ დაიწყოს, ურიგო არ იქნება” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ისტორიკოსი, ბაკურ გელაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი