საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ქართულ საზოგადოებასთან ერთად მედიაში არსებული პრობლემების – გაუმჭვირვალე და სახიფათო პროცესების დასრულებას საერთაშორისო საზოგადოებაც ელოდება. ამის შესახებ მან თავის ყოველწლიური ანგარიშის პარლამენტისთვის წარდგენის დროს განაცხადა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მედიის თავისუფალ გარემოში მუშაობა აუცილებელია ქვეყნის სწორად განვითარებისთვის. მისი განმარტებით, მედია აკონტროლებს ხელისუფლებას და მის გადაცდომებს, ქმნის საზოგადოებრივ აზრს და სწორედ ამ ფუნქციების გამო “მეოთხე ხელისუფლებად” ჩამოყალიბდა.

,,მედიაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად გამოკვეთა, რომ თქვენი ძალა თქვენს ერთობაშია. მე ვისურვებდი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეთ. მზად ვარ დაგეხმაროთ ეფექტური დიალოგის გაღრმავებაში სისტემური და კომპლექსური გაძლიერებისთვის,” – მიმართა ქართული მედიის წარმომადგენლებს მარგველაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი