შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი:

_ ხელისუფლების დანაშაულებრივი დაუდევრობით, გუშინ ცხინვალ-სამაჩაბლოს რეგიონში, კრემლიდან ორგანიზებული რეფერენდუმი ამ ძირძველი ქართული მიწის ალანიად გადანათვლაზე არის უკანასკნელი ნაბიჯი, რასაც შედეგად მოჰყვება ამ ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან მიერთება, მასში შემავალი ჩრდილო-ოსეთ ალანიას რესპუბლიკასთან ინკორპორირების გზით. ივანიშვილის რეჟიმი რომელსაც ბატონ პუტინზე მიცემული აქვს პირობა, რომ უპრობლემოდ, უხმაუროდ გააჩუქოს საქართველო არ მიმართავს არანაირ ეფექტურ ზომებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. მე მოვუწოდებ ჩვენი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებს, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან სასწრაფოდ დასვან აგრესიული ექსპანსიის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალურ სხდომაზე და მიიღონ სანქციები იმ რუსი გენერლების, დიპლომატების, ოფიცრებისა და სეპარატისტი მაღალი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ, რომლებიც გლეჯენ საქართველოს ერთიანობას და ეს ზომები უნდა იყოს ფინანსური და სავიზო სანქციები, რათა მათ ფეხქვეშ მიწა იწვოდეს, ფეხი ვერ გაადგან ვერსად, სანამ იქნებიან ოკუპანტების რანგში ჩვენთან შემოვარდნილნი და შემოპარულნი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი