,,მოხვედით და ამოატრიალეთ ყველაფერი უკუღმა. მე რომ შევიდე ბულდოზერით ტყეში და დავიწყო თხრა, მე დამაჯარიმებენ და ეს იქნება სწორი, ესე უნდა გააკეთონ. ბიძინა ივანიშვილი რომ შედის, უზარმაზარი ტექნიკა და უფორმო პოლიცია იცავს ,,პლაჟს”. ერთი ნატა ფერაძე ჩავედი და 18 დაცვა დამიდგა წინ…

აქ არ შენდება დენდროპარკი, ბიძინა ეზიდება თავის ეზოში იმ ხეებს, ამაზე შევჯერდეთ…

გიგლა აგულაშვილს დაუქნიეთ თითი, რომელიც ტყემალზე ზის და არაფერს არ აკეთებს. თმაგაწეწილები ვტირივართ აჭარას. გადათხრილია აჭარა, რომელ დაინტერესებაზეა ლაპარაკი. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ვიცხოვრებდით მშვენივრად და გვექნებოდა ჩვენი აჭარა, სადაც დავდიოდით. ახლა ჩავიდა და ამომიგლიჯა ხეები…” _ ასე ეკამათებოდა პირდაპირ ეთერში ნატა ფერაძე გიორგი უძილაურს. რუსთავი 2-ის გადაცემა ,,პრიორიტეტებში” დღეს ცხადე კამათი გაიმართა აჭარის დენდროლოგიურ მშენებარე პარკსა და ბიძინა ივანიშვილის ხეებით გატაცებაზე.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი