300 აპლიკანტიდან, რჩეულ 12-ში ის კომპოზიტორები მოხვდნენ, სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ჰოლივუდში, იქ, სადაც თავის დროზე ჰანს ზიმერს, ჯეიმს ნიუტონ ჰოვარდს, რენდი ნიუმენსა და სხვა ლეგენდარულ მუსიკოსებს უსწავლიათ, პროფესიონალურ ვორქშოპს გაივლიან. მათ შორისაა ქართველი ანა ქასრაშვილი. ეს არ არის პირველი მიღწევა ანასთვის. ის გახდა ბერკლის კინომუსიკის ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტი, კალიფორნიის კინოფესტივალის ფარგლებში კინომუსიკის კომპოზიტორთა XVIII საერთაშორისო კონკურსის (CAIFF) გამარჯვებული. ასევე, სერიალის “ქერჩი – დაკარგული გმირები” ერთ-ერთი კომპოზიტორი, გაიარა პრაქტიკა სტუდიაში Abbey Road და მრავალი სხვა. ზაფხულში, ერთი თვის მანძილზე, ლოს-ანჯელესის საუკეთესო მუსიკოსებისაგან შემდგარი ორკესტრი 20th Century Fox-ის სტუდიაში ჩაწერს ვორქშოფის მონაწილეთა ახალ კომპოზიციებს. მოეწყობა შეხვედრები კინოინდუსტრიის წამყვან კომპოზიტორებთან და სხვა სპეციალისტებთან.

ASCAP-ის „ვორქშოფი“ (დახელოვნების კურსი) 1988 წელს „ემის“ და „ოსკარის“ მფლობელი კომპოზიტორის ფრედ კარლინის მიერ შეიქმნა ფილმის კომპოზიტორებისათვის და მას მასპინძლობს ასევე „ემის“ მფლობელი რიჩარდ ბელისი, ASCAP-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, კომპოზიტორი და მენტორი. რაც შეეხება ASCAP-ს, ეს კომპოზიტორთა საერთაშორისო გაერთიანებას, რომელიც ამერიკაში 1914 წლიდან არსებობს, დღესდღეობით, 600 000 წევრს ითვლის და მათ საავტორო უფლებებს იცავს.

„ვორქშოფზე“ მოსახვედრად ანამ ხუთი კომპოზიცია გააგზავნა. აქედან სამი სპეციალურად შექმნა ჟანრული მოთხოვნების მიხედვით.

წყარო: Marketer

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი