დღეს, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა სოჭს, სადაც ის შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. შეხვედრის მიზეზად სახელდება ქვეყნების სამიტი G20 – ისთვის მზადება.

რატომ ხვდებიან ვლადიმერ პუტინი და ანგელა მერკელი ერთმანეთს ქალაქ სოჩში? როგორც TACC გადმოსცემს იმიტომ, რომ ისინი ჯერჯერობით კვლავ საიმედო პარტნიორები არიან. შეხვედრის ფორმატში ქვეყნის ლიდერები განიხილავენ ასევე დღეს-დღეობით აქტუალურ თემებს: კონფლიქტებს უკრაინასა და სირიაში, ბრძოლას ტერორიზმთან. მერკელი გეგმავს ლიბიაში არსებული ვითარების თემის წამოწევას და განხილვას. სახელმწიფო მოღვაწეები მოლაპარაკებებს ორ ნაწილად ჩაატარებენ. დაგეგმილია ასევე ჟურნალისტებთან შეხვედრა. ეს მერკელისა და პუტინის პირველი შეხვედრაა ბოლო ორ წელში რუსეთის ტერიტორიაზე. უკანასკნელად მერკელი იმყოფებოდა რუსეთში 2015 წლის 10 მაისს, როდესაც მან მონაწილეობა მიიღო ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავის ღონისძიებაში.

შეგახსენებთ, რომ სამიტი G20, რომელიც გახდა ორი სახელმწიფოს პრეზიდენტების შეხვედრის საბაბი, ამა წლის ივლისის დასაწყისშია დაგეგმილი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი