ჟურნალისტებმა მათი კოლეგის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად პარლამენტში აქცია გამართეს. მათ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მოულოდნლეად თავზე ტომრები ჩამოიცვეს.

როგორც ცნობილია აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ მან თბილისიდან ბაქომდე სწორედ თავზე ტომარა ჩამოცმულმა იმგზავრა, მას შემდეგ რაც ის საქართველოს დედაქალაქიდან გაიტაცეს.

2 ივნისს ჟურნალისტ აფგან მუხთარლის მხარდამჭერებმა თბილისსა და ქუთაისში, პარლამენტის შენობებთან აქციები გამართეს.

აქციია  მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. მათ შესაბამისი განცხადებაც ჩააბარეს პარლამენტში, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. მანამდე ჟურნალისტები იგივეს ითხოვდნენ სუს-ის უფროსი, ვახტანგ გომელაურისგან, თუმცა უშედეგოდ

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი