„ვფიქრობ, ჩვენ ოდესღაც აუცილებლად შევხვდებით“ – აცხადებს ვლადიმერ პუტინი ამერიკელ რეჟისორ ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში, რომლის ბოლო, მეოთხე ნაწილი ტელეარხ „შოუთაიმზე“ გადაიცა. პუტინი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპს ჯერ პარტნიორებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება სჭირდება, მათ შორის ისეთ ამერიკულ უწყებებშიც, როგორიცაა პენტაგონი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე რესპუბლიკელი და დემოკრატი პოლიტიკოსები. ხოლო მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაცია პრაქტიკული სამუშაოებისთვის მზად იქნება, რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაგირება მოჰყვება. ინტერვიუში ვლადიმერ პუტინი შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ანგარიშებშიც კი მხოლოდ ვარაუდებია გამოთქმული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი