ირმა ინაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი:

_ ცოტა ხნის წინ, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. მათ შორის: გიორგი კორკოტაშვილი, გურამ ფალავანდიშვილი, რამაზ გაგნიძე, გიორგი გაბედავა. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჩემთვის უცნობია. სრულიად გაუგებარია, რატომ მოხდა ამ ადამიანების დაკავება. არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას დღეს და ახლა ადგილი არა აქვს. საზოგადოებაში დაპირისპირება სიტყვიერ ფარგლებს არ ცდება. მასობრივ აქციებს ადგილი არა აქვს. სიტუაცია რაიმე განმუხტვას არ საჭიროებს და რომც საჭიროებდეს, პოლიციას თავისუფლად შეუძლია ვითარება გააკონტროლოს, დაკავებების სერიის გარეშეც. პოლიციამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მსგავსი ქმედებები ზრდის ემოციურ ფონს, ზედმეტად ძაბავს სიტუაციას და წევს დუღილის ტემპერატურას, რაც დღეს არავის არ სჭირდება. პირიქით, ჩვენ ყველა მომხრე ვართ იმისა, რომ საზოგადოებაში სიმშვიდემ დაისადგუროს, ამიტომ პოლიციას მოვუწოდებ,- გაათავისუფლოს დაკავებულები!

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი