ილია მეორემ საკვირაო წირვა მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა და საზოგადოებას ქადაგებით მიმართა.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი იოანე მთაწმინდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. პატრიარქმა წმინდანის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წმინდა იოანემ გადაარჩინა ბიზანტიის იმპერია.

“მართლაც საოცარია განგება ღვთისა, ერი უნდა იყოს ღვთისა, რომ მისგან აღამაღლოს რჩეული ერისა. ასეთი რჩეული იყო იოანე, მხედართმთავარი საქართველოს ჯარისა, რომელმაც გადაწყვიტა წასულიყო ათონის მთაზე და მიეღო ბერობა. წმინდა იოანე განსაკუთრებულია, მან უხელმძღვანელა ჯარს და გადაარჩინა ბიზანტიის იმპერია”, – განაცხადა უწმინდესმა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი