,,მე არ შემიძლია არავის გატაცება, არ შემიძლია მოკვლა…” – სამშენებლო ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მფლობელის მეუღლე, ყოფილ ქმარს,  გია გორგოშაძეს თაღლითობაში ადანაშაულებს. რუსთავი 2-თან საუბრისას დარსალიამ არ გამორიცხა, რომ ბიზნესმენმა გატაცების მცდელობა თავად დაგეგმა და ამას კონკრეტული მიზანი ჰქონდა. სამართალდამცველებმა გია გორგოშაძის გატაცების მცდელობის ბრალდებით 4 პირის აყვანის სპეცოპერაციის პარალელურად ნინო დარსალიას სახლი გაჩხრიკეს და ქალბატონი დაკითხეს.

პოლიციელები ბიზნესმენის ყოფილი მეუღლესა და დაკავებულებს შორის კავშირს ეძებდნენ. ნინო დარსალიამ გაარკვია, რომ სამართალდამცავებს მასზე გორგოშაძემ მიუთითა. ნინო დარსალია არ გამორიცხავს, რომ გია გორგოშაძემ გატაცების მცდელობა თვითონ დაგეგმა.

ნინო დარსალია ამბობს, რომ გაშორების შემდეგ გია გორგოშაძესთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. მისი თქმით, ყოფილი მეუღლისგან მუქარის შემცველ შემოთვლებსაც ღებულობდა. დარსალია ამტკიცებს, რომ გორგოშაძემ „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატ ნანა ყეინიშვილთან ერთად მისი კუთვნილი სოლიდური თანხა უკანონო მაქინაციებით მიითვისა.

გია გორგოშაძეს ყოფილი მეუღლისა და მისი იურისტის ბრალდებებისთვის არ უპასუხია.

„გორგიას“ მფლობელის გატაცების მცდელობისთვის დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი