შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და რუსთაველის თეატრის მიერ ორგანიზებული სპექტაკლი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას N16 დაბალი რისკის პენიტენციალური დაწესებულების მსჯავრდებულები იღებდნენ.

სპექტაკლს “ხალხის პარტიის” თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე ესწრებოდა. როგორც კობაიძემ სპექტაკლის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მსგავსი ღონისძიებები პენიტენციალურ დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის მნიშვნელოვანი და ძალიან კარგია.

,,მივესალმები მსგავს ღონისძიებებს და ძალიან კარგია ამ ადამიანების საზოგადოებაში ჩართულობა. თითოეულმა პატიმარმა ძალიან ემოციურად და ეფექტურად შეასრულეს დაკისრებული როლები. ასევე აღსანიშნავია ის ნამუშევრები, რომლებიც თავად მსაჯავდებულებმა პენიტენციალურ დაწესებულებებში შექმნეს, ულამაზესი ხატები და ნაკეთობები, რომელიც რუსთაველის ფოიეში გამოფენილი იყო. თითოეულ მათგანს წარმატეტები და ოჯახში მალე დაბრუნება მინდა ვუსურვო,”- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ღონისძიებას მთავრობის წევრები, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები და არასაპარლამენტო პარტიის წევრებიც ესწრებოდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი