საზოგადოება

,,მოერიდეთ ქრონიკულ მოწუწუნეებს, გაძელით წუწუნის გარეშე 7 დღე და …”

მარინე ქავთარაშვილი:

_ საახალწლოდ ერთი კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის – მინდა იფიქროთ და იცხოვროთ, როგორც მდიდარმა ადამიანებმა. სულ რაღაც – მილიონერებივით.  საამისოდ ერთი მცირედი სავარჯიშო წამოვიღე ცნობილი ფინანსისტისაგან, წარმატებული ტრენერისგან და, რაც მთავარია, – მულტიმილიონერისაგან – ჰარვ ეკერისგან. აი ისიც:
ერთი კვირის მანძილზე თავი შევიკავოთ ნებისმიერი წუწუნისაგან! არამც თუ ხმამაღლა, არამედ ღრმად გულსა და სულშიც კი არანაირი ვაება, გოდება და ბზუილი!
უსიამოვნებები მთლად ელვისებური სისწრაფით როდი ქრებიან, ამიტომ 7 დღე უნდა გაძლოთ!
და როგორც კი შეამჩნევთ, რომ ვინმეს ადანაშაულებთ, თავს იმართლებთ ან წუწუნებთ – ეგრევე შეწყვიტეთ!
გაიხსენეთ, რომ საკუთარ ცხოვრებას თვითონვე მართავთ და ნებისმიერ წუთს შეგიძლიათ მოიზიდოთ, როგორც კარგი, ისე ცუდიც. ამიტომ გულდასმით შევარჩიოთ აზრები. აი, როგორც გამოსასვლელი სამოსი. ყველა ახალი აზრი უნდა გვიხდებოდეს!
ჰარვე ამტკიცებს და რთულია არ დავეთანხმოთ – მდიდარი მსხვერპლი არ არსებობსო! თანაც აბა, დავფიქრდეთ, ახლა ბიძინამ რომ წუწუნი დაიწყოს, დედავ ჩემო, როგორ დავიხარჯე ამ ახალ პროექტზე, ამდენი ხე რომ გადავზიდე, ფრიად დავიღალე და გავწყდი წელშიო… გეცინებათ ხომ? მაგრამ აი მეზობლის წუწუნი, ხელფასი მიგვიანებს და ამ ახალმა წლებმა მთლად ნოლზე მომსვაო – დამაჯერებლად ჩაგესმით.
კიდევ ერთი რჩევა – მოერიდეთ ქრონიკულ მოწუწუნეებს!
და გაძელით ასე, მშვიდად და უწუწუნო 7 დღე! მერე გავაგრძელოთ!
იფიქრეთ, როგორც მდიდარმა, იცხოვრეთ, როგორც მდიდარმა ადამიანმა. თუ, რა თქმა უნდა, გინდათ!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close