მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი, საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ კიევში სააკაშვილი დააკავეს. იგივე ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოფიციალური გვერდიც. ჯერჯერობით, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცლეებულა.

მიხეილ სააკაშვილი კიევში პირველად 5 დეკემბერს დააკავეს. 5 დეკემბრის დილიდან გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბინას ჩხრეკდა. ჩხრეკის გამო ის შენობის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა.

სახურავზე ყოფნისას, სააკაშვილი უკრაინის მოსახლეობას მოუწოდებდა, რომ ქუჩაში გამოსულიყო და ამ უსამართლობას წინ აღდგომოდა. ამ მოწოდების შემდეგ, სააკაშვილის ბინასთან მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ და სპეცრაზმის ავტომობილიდან დაიხსნენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი 5 დეკემბრის შემდეგ კიევის ცენტრში, კარვების ქალაქში იმყოფებოდა, მასზე კი ძებნა იყო გამოცხადებული.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სააკაშვილის ბინაში ჩხრეკა მის მიერ ორგანიზებული მიტინგების წინა ხელისუფების მიერ დაფინანსებას უკავშირდდება. სააკაშვილი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

წყარო

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი