კიევში დღეს საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის თემურ ნიშნიანიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. თემურ ნიშნიანიძეს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისება, შეთქმულება და არაკანონიერი შემოსავლების გათეთრება. პროცესს მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. მისი განცხადებით ეს საქმე შეთითხნილია, პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ამ საქმით უკრაინის ხელისუფლება მის შეჩერებას ცდილობს.

“მე გამაფრთხილეს, რომ მას დააპატიმრებდნენ და აი, აპატიმრებენ კიდევაც. მე ჩემს მორალურ ვალდებულებად ვთვლი ამ ადამიანს მხარი დავუჭირო, ვინაიდან ვიცი, სად არის ძაღლის თავი დამარხული. ის საერთოდ არაფერ შუაშია. მთელი ისტორია მე მეხება და ჩემს გაჩუმებას ცდილობენ. თემურ ნიშნიანიძეს, საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს, რომელიც ოდესაში მეხმარებოდა, შვიდი წლის წინანდელი “საქმის” გამო აპატიმრებენ, როდესაც მას დიპლომატიური იმუნიტეტი ეხებოდა.

იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ეს საქმე საერთოდ შეთითხნილია, მისი გასამართლება ვენის 1961 წლის კონვენციისა და უკრაინის კანონმდებლობის სრული დარღვევაა, მაგრამ ვარცლთან მიმჯდარი ქურდებისა და ოროსნებისათვის კანონები არ არსებობს,” – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი