სამართალი და კრიმინალი

მეგის ქარდავას, სავარაუდოდ, ქართულ მხარეს გადმოსცემენ

სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი დაკავებულია. ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ მეგის ქარდავა უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში დააკავეს. ეს ინფორმაცია “ქრონიკას“ უკრაინელმა ძალოვნებმა უკვე ოფიციალურად დაუდასტურეს.

ინტერპოლის მიერ ძებნილ მეგის ქარდავას, სავარაუდოდ, ქართულ მხარეს გადმოსცემენ, რადგან სწორედ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით იძებნებოდა ის წითელი ცირკულარით.

ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად. მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close