საზოგადოება

ლიკა ქავჟარაძე: არის მომენტები როდესაც მინდა, რომ ძალიან დიდხანს დავიძინო

,,მე ასეთი ემოციური ადამიანი დავიბადე. სუსტი ნერვები მაქვს. მიფიქრია და სულ ამას ვნატრობ, ნეტავ გულგრილი ვიყო მეთქი.. არ გამომდის, გულჩვილი ვარ. ალბათ ძალიან მაგარი უნდა იყო, რომ არ მიიტანო გულთან არაფერი. არის მომენტები, როდესაც მინდა რომ ძალიან დიდხანს დავიძინო” – ლიკა ქავჟარაძე.

ლიკა მოკლა ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემამ – ამ განცხადებას მსახიობის მეგობარი აკეთებს.

მანანა შარაშიძის თქმით, გარდაცვლილი წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ვერ იღებდა შესაბამის დახმარებას, ის კი სპეციალურ სოციალურ სერვისებს საჭიროებდა.

ლიკა ქავჟარაძის ცხედარი დღეს აბაშიძის ქუჩაზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. უწყების მტკიცებით, მსახიობის სხეულზე ძალადობის კვალი აღმოჩენილი არ არის.

წყარო: იმედინიუსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close