ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პრესკონფერენციაზე მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე ისაუბრა.

შალვა ნათელაშვილი:

_მაჟორიტარ დეპუტატთა სისტემა დიდი ხანია იქცა ჩვენი ქვეყნის ავთვისებიან კიბოდ. ივანიშვილი კვლავ უარს ამბობს გააუქმოს ეს სიმახინჯე, რადგან სურს, საკუთარი დიქტატურა განიმტკიცოს პოლიტიკაში შემომძვრალი მილიონერი მაჟორიტარებით.

ჩვენ ვდგავართ არჩევანის წინაშე, ან გავაუქმებთ მაჟორიტარულ სისტემას, ან დავრჩებით ბანანის რესპუბლიკად. ლეიბორისტული პარტია იწყებს მაჟორიტარ დეპუტატთა შავი სიის შედგენას და მის გაგზავნას მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციებში, რათა ამ ბანდიტების ბიზნესს საქმიანობა იქნას დაბლოკილი. იმავდროულად, ვიწყებთ ყველა მაჟორიტარი დეპუტატის ლუსტრირებას, რომლებმაც 25 წლის მანძილზე ხელს გააყოლეს მილიონები ჩვენი ბიუჯეტიდან და მომავალში მათ აეკრძალებათ საერთოდ პოლიტიკური საქმიანობაც.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი