საზოგადოება

კახი კალაძე ლევან ხაბეიშვილზე: ეს რომელია, წნევა რომ ჰქონდა და მერიაში ასულიერებდნენ?

 

საქმე იმაშია, რომ ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისში საახალწლო განათებების შესაძენად შერჩეული კომპანია თბილისის მერიამ კორუფციული სქემის მეშვეობით შეარჩია.

როგორც ხაბეიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომპანია, რომელიც თბილისის მერიამ შეარჩია, არის იტალიური და მას ანგარიშები იტალიაში აქვს.

ხაბეიშვილის განმარტებით, საახალწლო განათებებისთვის გამოყოფილია 3 მილიონი ლარი და ეს არის იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ოდესმე დახარჯულა. შესაბამისად, მისივე თქმით, ჩნდება კითხვები, რატომ შეარჩია თბილისის მერიამ მაინცდამაინც იტალიური კომპანია, ვინ მოიძია აღნიშნული კომპანია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი საგამოძიებო ორგანოებს ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„მნიშვნელოვანია და კონკრეტული დეტალია, რომ ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმდა ხელშეკრულება იტალიურ კომპანიასთან, რომელსაც „შემთხვევით“ საბანკო ანგარიშები მილანში აქვს. გვაქვს ლეგიტიმური შეკითხვა, ამიტომ საგამოძიებო უწყებებს ვთხოვთ, დაინტერესდნენ, ვის დაესიზმრა მილიონობით კომპანიაში მაინცდამაინც ის კომპანია, რომელიც იტალიაშია დაფუძნებული და მისი ანგარიშები არის მილანში. რატომ მოხდა ამ კომპანიის შერჩევა, რატომ ხდება სამჯერ მეტი თანხის გადარიცხვა თბილისის ბიუჯეტიდან განათებებისთვის, ვიდრე ოდესმე გადარიცხულა. საქმე ხომ არ გვაქვს კონკრეტულ კორუფციულ გარიგებასთან, ხომ არ ველოდოთ მაგალითად საგზაო სამუშაოებზე თბილისში შემდგომში ჯენარო გატუზოს ან ალესანდრო ნესტას კომპანიების გამოჩენას, მარტივი და ლოგიკური შეკითხვა გვაქვს და ამაზე პასუხი კახა კალაძემ უნდა გასცეს, ვინ და როგორ მოიძია მილიონობით კომპანიას შორის მაინცდამაინც ის კომპანია, რომელსაც ანგარიშები მილანში აქვს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის კრიტიკას, როგორც ნახეთ, კალაძემ იუმორით უპასუხა. ხაბეიშვილმა კი პასუხო კვლავ არ დააყოვნა და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:

,,კახი კალაძეს უკითხავს ლევან ხაბეიშვილი არ გამიგია ვინ არისო? ბ.ნ. კახი მე ის ხაბეიშვილი ვარ, თქვენი უდიპლომო ცოლისძმა, რომ გავათავისუფლებინე თანამდებობიდან და საქმე აღვაძრევინე ანტიკორფციულში. კორუფციაში, რომ ვამხილე სრულიად მერია და შემდეგ გზადაგზა ამ ადამიანების, ან მოხსნა, ან დაკავება უწევდათ.

მე ის ხაბეიშვილი ვარ ნარმანია, რომ მეორედ კანდიდატად არ დააყენეს ლომის წილი, რომ დაიდო მეგობრებთან ერთად .

მე ვარ ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც სამი ინსტანცია სასამართლო მოუგო თქვენს წინამორბედ მერს. მე ვარ ის ხაბეიშვილი ვისი დედაც თქვენი დავალებით ყაზტრანსგაზიდან ( თქვენმა მეგობარმა ) გაათავისუფლეს და ეს გადაწყვეტილებაც სასამართლოს ძალით თავზე დაგახიეთ !
კარგად დამიმახსოვრეთ და იცოდეთ, რომ ნარმანიას გზას გაგიყენებთ თქვენც და თქვენს მინი მაფიოზებსაც”

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close