ნიუ იორკში, საქართველოს საკონსულო კალიფორნიაში ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს, შეასრულონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებები, საჭიროების შემთხვევაში კი დაუკავშირდნენ „წითელ ჯვარს“ ან საქართველოს საკონსულოს.
“კალიფორნიის შტატში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ადგილობრივი ხელისუფლება გუშინდელი დღიდან აცხადებს საევაკუაციო გეგმებს. კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, გთხოვთ შეასრულოთ ადგილობრივი ხელისუფლების გაფრთხილებები. საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მიმართეთ Red Cross-ის ცხელ ხაზს – 866-272-2237 ან დაგვიკავშირდით გენერალურ საკონსულოს Facebook გვერდზე ან შემდეგ ტელეფონზე: 212-922-1722.
ადგილზე არსებული მდგომარეობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ შემდეგი ვებგვრედი http://emergency.lacity.org/skirball-fire – ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.
კალიფორნიაში, ტყის ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

წყარო

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი