„ახალი ცივი ომის“ გეოსტრატეგიული შტრიხები – გლობალური დაპირისპირება, მაგრამ არა მესამე მსოფლიო ომი”_ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ  მსოფლიოში არსებული ომის საფრთხე დეტალურად გაშიფრა:

_ სირიაში განვითარებული რთული გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ გუტის რაიონში, ქალაქ დუმაში სირიის არმიის მიერ სპეციალური ქიმიური რეაგენტების გამოყენების მთავარი მიზანი იყო ამ ტერიტორიაზე მოქმედი საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი სავარაუდოდ „ჯეიშ ალ ისლამის“ სამხედრო დაჯგუფების რაზმების დაშლა. ეს რაზმები განთავსებული იყვნენ აღმოსავლეთ გუტაში და მათი სამხედრო პოტენციალი შეადგენდა 8-10 ათასს ჯიჰადისტს. სწორედ ამ დაბომბვების შემდეგ, მათ, თავიანთ ოჯახებთან ერთად დატოვეს რაიონი და გადავიდნენ იდლიბის კანტონში. სავარაუდოდ, გროსტრატეგიის დონეზე, ეს იყო სირიის სამთავრობო ანუ ასადის რეჟიმის არმიის და მათთან კოალიციაში მყოფი რუსი და ირანელი გასამხედროებეული ნაწილების („ჰეზბოლაჰი“ და „ალ-კოდსის“ შენაერთები, რომლებსაც შეუერთდნენ ერაყი შიიტური „ბასმაჯის“ რაზმებიც), მთლიანად დედაქალაქ დამასკოს ირგვლივ არსებული სივრცის „გაწმენდა“ ნებისმიერი სახის ჯიჰადისტური შენაერთებისაგან. იგულისხმება, მაგალითად, „ისლამური სახალიფოს“, „ტახრირ აშ შამის“, ასევე ზომიერი „ფატხ აშ შამის“, „არხარ არ შამის“, „ჯეიშ ალ ისლამის“, „ფაილაკ აშ შამის“ და სხვა შენაერთებისაგან გაწმენდა, რომლებსაც მხარს უჭერენ, ძირითადად, აშშ, საუდის არაბეთი და ჩრდილოეთით ე.წ. „უსაფრთხო ზონის“ შექმნას და იდლიბის რაიონში პროთურქული და უშუალოდ თურქეთის არმიის კონტროლირებად ტერიტორიებთან გასვლა, ხოლო დასავლეთით კი გასვლა უშუალოდ იორდანიის სახელმწიფო საზღვართან და ამით კონრტოლირებადი ტერიტორიების გაზრდა 40-65%-მდე.

საინტერესო ის არის, რომ ასადის რეჟიმის არმიის და მასთან კოალიციაში მყოფი ნაწილების ოპერატიულ-სტრატეგიული ტიპის სამხედრო ოპერაცია, დროსა და სივრცეში დაემთხვა თურქეთის არმიის და მისი მისი სატელიტების მიერ დაწყებული აფრინის, იდლიბის და ნაწილობრივ მანბიჯის რაიონებში დაწყებულ ოპერაციას, რაც როგორც ჩანს, შეთანხმებული იყო და ჰარმონიზებული ანკარის აპრილის სამიტზე შემდგარი სამმხრივი: რუსეთ-ირან-თურქეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებების დროს (სხვათაშორის, ამ სამიტის ფარგლებში, საბოლოოდ, ამ ეტაპზე, სულ მცირე, რუსეთ-თურქეთის სტრატეგიული ალიანსი, თუნდაც არაფორმალური, რადგანაც თურქეთი აპირებს ამერიკული „ჯაველინების“ მაგივრად, რუსული ანტი-სატანკო სარაკეტო კომპლესს „კორნეტის“ შესყიდვას და სტრატეგიული დანიშნულების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის თურქული მხარისთვის დაჩქარებული წესით გადმოცემისთვის, უკვე 2019 წლის ივნისში. ამავე დროს თურქეთმა აიღო თავის თავზე მედიატორის როლი თეთრ სახლთან და კრემლთან ურთიერთობების განმუხტვისთვის). ფაქტობრივად ეს ფარული ახალი ტიპის გროსტრატეგიული დონეზე შესრულებული ოპერაცია სამივე მხარის მხრიდან განხორციელებული, მოიცავს სამ ძირითად გეოპოლიტიკური ამოცანების შესრულებას:

  • სირიაში გავლენის ზონების დაარსება: სირიის ტერიტორიის სამ-ნაწილად გაყოფა, ანუ სამი გავლენის ზონის შექმნა – უკვე ჰეგემონი რეგიონული სახელმწიფოს მხრიდან: თურქეთი, ირანის ისლამური რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია. ფაქტიურად, სირია დაიყო პირობითად: „დასავლეთის გავლენის ზონად“ – რუსეთის ფედერაციის ეგიდით, „ჩრდილოეთის გავლენის ზონად“ – თურქეთის ეგიდით და „სამხრეთის გავლენის ზონად“ – ირანის ეგიდით, განსაკუთრებით ეს საშიშია იმიტომ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიო ისრაელ-ირანის რეგიონული ომი, რომელიც ფაქტიურად უკვე დაწყებულიც არის;
  • ქურთების გადმობირება და მათი „მოთოკვა“: „თურქეთისთვის მნიშვნელოვანია ე.წ. „უსაფრთხოების ბალიშის“ შექმნა და სირიელი ქურთების აქტიურობების შეჩერება, განსაკუთრებით „დემოკრატიული ძალების კავშირის“ მოქმედებების შეზღუდვა და ასევე სირიელი კომუნისტი ქურთების პოლიტიკური ძალების განადგურება. რუსეთს და ირანს კი სჭირდებათ სირიელი ქურთების თავის მხარეზე ისევ „გადმობირება“ და მათი კონტროლის ქვეშ არსებული სასარგებლო წიაღისეულობებით მდიდარი რაიონების, მათ შორის ქვეყნის სამხრეთით, განსაკუთრებით ნავთობისა და გაზის ხელში ჩაგდება – ასეთი მისია ჰქონდა დერ-ერ-ზორის რაიონის განადგურებული რუსული დაქირავებული მებრძოლების ჯგუფსაც (ე.წ.“ვაგნერის“ ჯგუფი), რომელიც გაანადგურეს ამერიკელებმა. ასეთი კომბინაცია ძალიან აწყობს იმ არაფორმალური გავლენის დაჯგუფებას, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა კონკრეტულად ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის მიმართულებით. ეს ფაქტია;
  • აშშ-ს გეოსტრატეგიული ინტერესების შესუსტება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში: რა თქმა უნდა, ასეთი ახალი კოალიცია (მხედველობაშია თურქეთი-რუსეთი-ირანი), რომელიც დროებითია და შეიქმნა კონკრეტული გეოსტრატეგიული მოკლევადიანი ამოცანების შესასრულებლად, რამდენად პარადოქსალური არ იქნება მიმართულია აშშ-ს ინტერესების საზიანოდ. უკვე დაფიქსირდა პროთურქული საბრძოლო შენაერთების _ „სირიის ნაციონალური არმიის“ სახით და „ჯუნდურ აშ შამის“ სახით, რომელთაც ცეცხლი გაუხსნეს ამერიკულ შენაერთებს. ისინი მანბიჯის კანტონში წარმოადგენენ 2000 მებრძოლს. ფაქტიურად, ამ კოალიციამ აშშ-ს გეოსტრატეგიული ინტერესები საგრძნობლად დაასუსტა და ასეთი სავალალო სიტუაცია აშშ-ს არ ქონია კლასიკური „ცივი ომის“ დროსაც კი, როგორიც შეიქმნა ამ ეტაპზე. ფაქტიურად, რუსეთ-ირანულმა კოალიციამ გახლიჩა ასევე პროამერიკული სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოში შემავალი ქვეყნები, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენდნენ ფაქტიურ „ახლო აღმოსავლეთურ ნატოს”. ირანის გამო კოალიცია დაიშალა ორ ბანაკად: ერთში აღმოჩნდა საუდის არაბეთი, ეგვიპტე და ომანი და სხვები, და მეორე მხარეს კი ყატარი და თურქეთი. ამას გარდა იემენში მყოფი ხუსიტები უკვე საუდის არაბეთის დაუძინებელი და სერიოზული ზარალის მიმყენებლები აღმოჩნდნენ საუდის არაბეთისთვის, რომელიც აშშ-სთვის წარმოადგენენ ე.წ. „ღერძულ სახელმწიფოს“. ამის ფონზე ერთადერთ სერიოზულ დასაყრდენს აშშ-სთვის ამ ეტაპზე წარმოადგენს ისრაელი და იორდანია, რადგანაც შესუსტებული საუდის არაბეთი უკვე თითქმის „გამოეთიშა“ ამ „სიას“.  დანარჩენები კი აწარმოებენ ჯერ კუდევ გაურკვეველ თამაშებს – აშშ-ს და რუსეთს შორის (მაგალითად, ეგვიპტის ხელმძღვანელობა).
  •  მოკლედ აშშ-ს პოზიციები, თანდათანობით, რუსულ-ირანული, ახლა უკვე თურქეთის არაფორმალურად მიერთების სახით, გაძლიერების ფონზე, (ამ კოალიციის წევრი ასევე გახდა ერაყის შიიტური მთავრობაც), რომელიც ირანს და რუსეთ აძლევს ფაქტობრივად პირდაპირი კორიდორის საშუალებას, მისი ტერიტორიის სახით. ბაღდადში მოქმედებს ე.წ. „ოთხეულთა შტაბ-ბინა“ (რუსეთი, ერაყი, ირანი, ასადის რეჟიმი), სადაც რუსი მაღალი რანგის სამხედროები აქტიურად იკავებენ ლიდერის პოზიციებს.
  • „ისლამური სახალიფოს“ სრული განადგურება: მოცემული მისია, რა თქმა უნდა, ამ კოალიციის ძირითად გეოსტრატეგიულ მიზანს  და მისი ეგიდით მოქმედი ენერგორესურსების დაუფლების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

ასეთი კონფიგურაციის ფონზე, გასაკვირი არ უნდა იყოს პრეზიდენტ ტრამპის მილიტარისტული განწყობილება, თანაც იმ ფონზე, როდესაც დემონსტრაციულად იყო გამოყენებული ქიმიური იარაღის რეაგენტები, აშშ-ს პოზიციების კიდევ უფრო შესუსტების მიყენების მიზნით და მეორეც, აშშ-ს მოკავშირის საუდის არაბეთსაც მიეყენა დიდი დარტყმა (შემთხვევით არ იყო ის, რომ სასწრაფო წესით ვაშინგტონში ჩავიდა საუდის არაბეთის კრონ-პრინცი და თავდაცვის მინისტრი მოჰამად ბინ სალმანი, რომელმაც სწორედ თხოვა ტრამპს უშუალოდ ჩარევა და დასჯა ქიმიური დარტყმების მომწყობების). სიტუაცია ძალიან არის მიახლოებული 1962 წლის კარიბის კრიზისის სიტუაცისთან, თუმცა მხარეებს შორის ბირთვული ომის დაწყება გამორიცხულია ან მესამე მსოფლიო ომის აპოკალიპსი, თუმცა ადგილი შეიძლება ჰქონდეს ე.წ. „შეზღუდულ სამხედრო კონფლიქტს“, რომელიც ხელოვნურად გამოწვეული ყოფილიყო პუტინის მხრიდან, რათა არ შეარჩინოს ამერიკელებს მისი პირადი გვარდიის „ვაგნერის“ ჯგუფის განადგურება და ელოდება გარკვეულ სიტუაციას, რომ დაარტყმა მიაყენოს მანბიჯში მყოფ 2 ათასიან ამერიკულ სამხედრო კონტინგენტს, რომლებიც განთავსებულნი არიან 20 სამხედრო ბაზაზე.

ამისთვის ირანში გადმოფრენილი იყვნენ ტუ-22 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებმაც „თავი გამოიჩინეს“ ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულ 2008 წლის აგვისტოს ომში ქართველი სამხედროების განადგურების მიზნით, თუმცა სამოქალაქო მოსახლეობაც არ დაინდეს. ამას ემატება ტრამპის მუქარა დარტყემბის მიყენების შესახებ, მათ შორის რუსულ ბაზებზე, სადაც სავარაუდოდ არის შენახული ქიმიური იარაღის კომპონენტები (თუმცაღა, ფორმალურად ამერიკულ-რუსული სპეციალური სამხედრო პროგრამის ეგიდით, ასადის რეჟიმს აერთვა ქიმიური იარაღი ჯერ კიდევ 2011 წელს, მაგრამ რეალობაში, როგორც ჩანს, ეს ასე არ მოხდა). ასე რომ აშშ-ს აპირებს ფაქტიურად მისთვის მოწყობილი ე.წ. გეოპოლიტიკური „გორდიევის კვანძის“ გაჭრას, რათა თავისი გეოსტრატეგიული ინტერესები საბოლოოდ არ შეილახოს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პრობლემა გადაიჭრება მშვიდობიანად და დამნაშავეები ამ საშინელი ტრაგედიის დასჯილნი იქნებიან.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი