თამარ ჩხეიძემ evronews.ge-თან 1989 წლის 13 ოქტომბრის ავტოავარიის დეტალები გაიხსენა. ამ ავტოავარიამ იმსხვერპლა ეროვნული მოძრაობის ორი გამორჩეული ლიდერი: მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე. ჩხეიძის თქმით, ავტოავარიის საქმე ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული. შემთხვევა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრასაზე მოხდა. ადგილზე დაიღუპა მერაბ კოსტავა, მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში მიიყვანეს ზურაბ ჭავჭავაძე. ჭავჭავაძე გარდაიცვალა საავადმყოფოში ოფიციალური დიაგნოზით „A ჰეპატიტი“. მყისვე გაჩნდა ვერსიები მისი მოკვლის თაობაზე. ერთი ვერსიით, ის საავადმყოფოში შეუმოწმებელი სისხლის გადასხმის შედეგად განგებ მოწამლეს. მეორე ვერსიით კი, ექიმის დაუდევრობას ემსხვერპლა. ავტოავარიის დროს ავტომანქანაში თამარ ჩხეიძეც იჯდა, რომელიც საბედნიეროდ, გადარჩა. 
   ,,ეს იყო პატარა და შავი ფერის საგანი, თავიდან მეგონა, რომ ძაღლი იყო და ძალიან შევწუხდი ამაზე, რადგან თავად არ მიყვარს ის ფაქტი, რომ ავტომანქანით ძაღლებს ეჯახებიან ქუჩაში. შემდეგ ფოტომასალაზე გამოჩნდა, რომ საბურაავი იყო ავარიის ადგილზე. ეს საბურავი არცერთ მანქანას არ ეკუთვნის და მისი გადმოგორება მოხდა სპეციალურად, რათა შექმნილიყო საავარიო სიტუაცია. ავარია სადაც მოხდა, იმ ადგილთან ახლოს არის პროფილაქტიკა და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მოწყობილი იყო”,_ განაცახადა ჩხეიძემ.
   თამარ ჩხეიძე იმაზეც გვესაუბრა, რა უძღოდა წინ 9 არილის ტრაგედიას. მისი თქმით, რუსთაველზე მოწყობილი აქციის მიზანი იყო, წინააღმდეგობა გავეწიათ რუსეთიდან, საქართველოს წინააღმდეგ მართული პროცესებისთვის.
 ,,ჩვენმა საზოგადოებამ დაიწყო სოხუმში აქციები. 4 აპრილს აქცია გადმოვიტანეთ თბილისში, რათა მას ფართომასშტაბიანი და ეროვნული სახე მიეღო. კონკრეტული მოთხოვნებიც გქონდა. ერთ_ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოხსნეს მაშინდელი ცეკა-ს მდივანი. არავინ აპირებდა დაშლას და აქციაზე ათიათაასობით ადამიანი მოვიდა. ჩვენ გვინდოდა საქართველოს განთავისუფლება რუსეთისგან”, – გვითხრა თამარ ჩხეიძემ.
ნინო შავერდაშვილი
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი