ბიზნესმენი და უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი ღია წერილით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
 ,,აჭარაში, კერძოდ, ქალაქ ბათუმში, 3 დღის წინ მოხდა საშინელი დანაშაული. ადამიანს მოტაცეს ,,შვილი“.
 
  მე, როგორც უფლედამცველს, მომმართა მოქალაქე გაბრიელ მაისაშვილმა და თავისი გასაჭირი მიამბო. მას ჰყავდა 10 წლის კოკერ სპანიელი, სახელად ჯერი. გაბრიელს შვილი არ არგუნა ღმერთმა და ეს ძაღლი გაზარდა შვილივით. გაბრიელი, მისი ცოლი მარია მოსიძე და გერი მეგი (ცოლის შვილი პირველი ქმრისგან) ერთ ბინაში ცხოვრობდნენ ჯერისთან ერთად. რატომღაც გერმა აითვალწუნა ეს ძაღლი და ვიღაც მამაკაცთან ერთად გაიტაცა.
  გაბრიელის საცხოვრებელ კორპუსში დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერას ძაღლის გაუჩინარების დღეს დაფიქსირებული აქვს, თუ როგორ გამოყავს სადარბაზოდან გერს ვიღაც მამაკაცთან ერთად ჯერი. მაისაშვილმა ამის შესახებ განაცხადა ბათუმის პოლიციაში, მაგრამ დახმარების ნაცვლად მიიღო გულგრილობა- ძაღლია, ადამიანი ხომ არაო. მიუხედავად იმისა, რომ კადრში ჩანს, როგორ წაიყვანეს ძაღლი სახლიდან გერმა და ვიღაც მამაკაცმა, პოლიციამ ადგილსამყოფელს ამ დრომდე ვერ მიაგნო. მივმართავ აჭარის პოლიციას და მის უფროსს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ საქმე გვაქვს ოჯახის წევრის, გაბრიელის ,,შვილის“, გატაცების ფაქტთან. უამრავი ხელმოსაჭიდი მასალა არსებობს და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება“.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი