დღეს დილიდან რუსეთში საარჩევნო უბნები გაიხსნა და ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დაიწყო.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტები პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან ავრცელებენ ამომრჩეველთა გამოკითხვის შედეგებს, რომელთა მიხედვითაც, ვლადიმერ პუტინი არჩევნებში უკონკურენტოდ იმარჯვებს და მისი რეიტინგი 70%-ს აღემატება, რაც თითქმის 10-ჯერ მეტია მისი უახლოესი მდევრის რეიტინგზე.

ეს ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთს მინიმუმ 25 წლის განმავლობაში მართავს და ამ მაჩვენებლით კრემლის ყოფილ ლიდერებს შორის ის მხოლოდ იოსებ სტალინს ჩამორჩება.

პუტინის მთავარი „დამსახურება“ არის  რუსეთის ინტერესების აგრესიული დაცვა „მტრულად განწყობილი სამყაროს“ წინაშე, რასაც რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს. სწორედ ამიტომ იყო პუტინის წინასაარჩევნო რიტორიკა მილიტარიზმსა და ბირთვულ პროგრამებზე დამყარებული, წერს Reuters.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებსა და ყირიმის რეგიონშიც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს რუსული ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი. მას რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 2028 წლამდე აუკრძალა.

წყარო: agora.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი