,,თბილისში გვყავს დაახლოებით 206 000 პენსიის მიმღები და დაახლოებით 142 000 საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანი. ანუ წლიურად პენსიის 50 ლარით გაზრდისთვის საჭიროა – ერთი ასოცდასამი მილიონ ექვსასი ათასი (123 600 000 ) ლარი. ხოლო სოციალური შემწეობის 70 ლარით გაზრდას წლიურად სჭირდება ერთი ასცხრამეტი მილიონ ორასოთხმოცი ათასი ( 119 280 000) ლარი. ანუ ჯამში 242 880 000 (ორასორმოცდაორი მილიონ რვაასოთხმოცი ათასი). ცნობისთვის დღევანდელი თბილისის ბიუჯეტი 800 000 000 ლარზე ცოტა მეტია.

როდესაც საარჩევნოდ დაპირებას გასცემ ბიუჯეტის მეოთხედზე მეტის ახალი პროექტის დაწყებისთვის, ან შეგნებულად ტყუი ან უვიცი ხარ! დარწმუნებული ვარ ჩვენს თანამოქალაქეებს ამ ხალხის არ სჯერა, მაგრამ ყველა გაგებით შეურაცმყოფელია ასე თვალებში ნაცრის შეყრაც…” _ აცხადებს თბილისის საკრებულოს თანამშრომელი, მამუკა ბალიაშვილი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი