საზოგადოება

,,ვერაფრით დავიჯერე, რომ ეს ანგელოზი ამ საშინელ ავტოფარეხში ცხოვრობდა…”

,,ხის ძველ ტახტზე მიტოვებული სათამაშო რომ დავინახე, მაშინვე მომინდა მისი პატრონის გაცნობა. უცებ, ეზოში ეს ულამაზესი გოგონა შემოშრიალდა და ვერაფრით დავიჯერე, რომ ეს ანგელოზი ამ საშინელ ავტოფარეხში ცხოვრობდა. სადაც არც კედელია, არც ფანჯარა, არც სითბო, არც მზე, არც საკვები და სიხარულიც არ არსებობს იმ ჯურღმულში. არადა, ნახეთ, რა მზე გოგოა, უძირო, ზღვისფერი და სევდიანი თვალებით. ბავშვები ხომ არ იმსახურებენ ამდენ უსიხარულობას და უსიყვარულობას. მათ ტკბილი ბავშვობა ვერავინ უნდა წაართვას” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლეიბორისტული პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქეთი დოლიძე.

.

.

როგორც გავარკვიეთ, ეს ულამაზესი ბავშვი ვეფხია სვანიძის ქალიშვილია. ოჯახი გლდანის მესამე მიკრორაიონში, # 71 და #72 კორპუსებს შორის მდებარე ავტოფარეხში ცხოვრობს. მათ შესახებ სტატიას და ამომწურავ ინფორმაციას evronews.ge უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close