აშშ-ის მიერ სამხედრო პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად,  ჩრდილოეთ კორეა რაკეტების გამოცდას გააგრძელებს.ამის შესახებ BBC-ს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განუცხადა.

„ჩვენ ყოველკვირეულად, ყოველთვიურად და ყოველწლიურად უფრო მეტ რაკეტას გამოვცდით“, – განაცხადა ჰან სონგ-რიოლმა. მისივე თქმით, თუ აშშ სამხედრო ქმედებას მიმართავს, შესაძლოა, ომი დაიწყოს. მანამდე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის „სტრატეგიული მოთმინების ერა“ დასრულდა.„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მსოფლიო მოწმე გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ძალისა და  გადაწყვეტილებებისა“ , – განაცხადა მაიკ პენსმა. მარტიდან, ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე მცირე ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელიც იაპონიის მიმართულებით გაუშვა. სამი მათგანი ნეიტრალურ წყლებში ჩამოვარდა, ხოლო ტრამპმა განაცხადა, რომ რეგიონში ახალი დონის საფრთხეები გამოჩნდა. კიმ ჩენ ინის თქმით, ჩრდილოეთ კორეა მალე ახალ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას გამოცდის, რამაც, ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა, ამერიკას საფრთხე შეუქმნას.

წყარო:mpress

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი