ქარელის რაიონში, სოფელ მოხისთან ჰესის ახში მსუბუქი მანქანა გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა. მანქანაში კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, მათ გადმოსვლა მოახერხეს.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულები 18, 22 და 25 წლის ახალგაზრდები არიან, მათ შორის, ორი ძმაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო.

წყარო: acharanews.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი