,,ამ წუთას, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ სრულად გაითვალისწინა ადვოკატთა ასოციაციის წინადადება და ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, (50 მომხრე – 3 წინააღმდეგი) დაამტკიცა კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგი რედაქცია:

“3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში – წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.”

ყველა ადვოკატს გილოცავთ ამ გამარჯვებას !!! და მადლობას გიხდით ყველა გულშემატკივარს, ვინც აქტიურად იყო ჩართულ ამ პროცესში !!!” _ აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი, დავით ასათიანი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი