ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში გადაცემა ,,პრაიმ შოუს” მთავარი თემა პროექტი ,,ცეკვავენ ვარსკვლავები” იყო, სადაც ნინო კუზანოვამ აღნიშნა, რომ როდესაც მისი მეუღლე, გუგა კუზანოვა პროექტში მონაწილეობდა, ცოტა იეჭვიანა.

ნინო კუზანოვა:

,,მივედი ერთ დღეს რეპეტიციაზე და ვხედავ, ეს თავისი პარტნიორი ფეხებშუა ჰყავს გაგდებული და ზემოდან არის გადამხობილი.”

ამ პასკვილს გუგას პარტნიორი, მოცეკვავე მზია ორველაშვილი გამოეხმაურა.

მზია ორველაშვილი: ,,ძალიან დიდი ბოდიში!!!! ძალიან გაფასებთ ყველას და ვმუშაობთ ერთად რამდენიმე წელია, მაგრამ გადამხობილი არავისთან და არავისზე ვყოფილვარ პროექტში ,,ცეკვავენ ვარსკვლავები”. შეიძლება, ამ სიტყვებში სხვა რაღაც არის ნაგულისხმევი, მაგრამ ცოტა შეურაცხმყოფელად ისმის ეს ყველაფერი!!!!! მე არასდროს არავისთვის პროექტ ,,ცეკვავენ ვარსკვლავებში” არ მიმიცია მიზეზი ეჭვიანობის!!!!! არ გეწყინოთ არავის ეს პოსტი. უბრალოდ, არ მესიამოვნა ეს სიტყვები, მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებ კუზანოვების ოჯახს ძალიან და ვთვლი ჩემს ახლობლებად, მაგრამ მე მაქვს ჩემი აზრის გამოთქმის უფლება იმასთან დაკავშირებით, რაც არასდროს გამიკეთებია.”

კომენტარები
Загрузка...