ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ საქართველო კვლავ უნიჭო ნარკოპოლიტიკის მსხვერპლია. 

ზურაბ თოდუა:

საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 15 ივნისს განხილული კანონპროექტი მარიხუანას ნაწილში არ არის ნარკოპოლიტიკის პრობლემებით დამდგარი შედეგის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ნაბიჯი. მარიხუანას დოზების გაზრდა მხოლოდ დიდი ოდენობით ჩამდებ პოლიციელებს გაურთულებს ჩადებებით ადამიანების დაპატიმრებებს.

ნარკოტიკების მიმართ სახელმწიფოს მიერ არარელევანტურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია მდგომარეობა, როდესაც უკვე ერთ დაძახებაზე ათასობით ახალგაზრდა გამოდის ქუჩაში და პრობლემებს უქმნის საზოგადოებას ნორმალურ სამოქალაქო ურთიერთობების განხორციელებაში. მით უფრო, ასეთ დაძახებებს წინ უძღვის არც თუ შემთხვევითი მაპროვოცირებელი კლიპები, ლექსები, განცხადებები და უნიჭო თუ საბოტაჟური დამოკიდებულების სამართალდამცავების არაადექვატური ქმედებები.

ნარკოტიკებისადმი არარელევანტური დამოკიდებულების შედეგია:

  1. ნარკოტიკზე დამოკიდებული უპირატესობას ანიჭებს ჯანმრთელობისათვის კატასტროფული შედეგების მიმცემ ისეთ ნარკოტიკს, რომლის მოხმარება ნარკოშემოწმებით ვერ დგინდება (ბიო ნარკოტიკი);
  2. ბიო ნარკოტიკის მოხმარება პრაქტიკულია მძღოლებისათვის, რამეთუ საპატრულო პოლიციელი საეჭვო გარემოების შემთხვევაშიც კი ვერ ადგენს ნარკოტიკულ სიმთვრალეს (ასეთ მძღოლებს ურჩევნიათ მოიხმარონ ბიო ნარკოტიკი და უარი თქვან ალკოჰოლზე (ალკოჰოლით, წინაღამით ნაქეიფარი პირისათვის, არსებული ალკოტესტების შესაძლებლობები სრულიად პრობლემური ხდება (ეს საკითხიც გადასახედია). საზოგადოებისათვის, ალკოჰოლით მთვრალი და ბიონარკოტიკით გაბრუებული ერთი და იგივე საშიშროებას წარმოდგენს);
  3. ბიო ნარკოტიკი საქართველოში, საბედნიეროდ არ იწარმოება, იგი ვრცელდება სამართალდამცავებისათვის ცნობილი გზებით და ამ გზების ჩაკეტვა შეუძლებელი არ არის;
  4. სხვა სახეობის ნარკოტიკების მამართ სახელმწიფო დამოკიდებულება შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ დოზების ნაწილში.
  5. მარიხუანა მიჩნეულ უნდა იქნას მსუბუქ ნარკოტიკად. დამოკიდებულება ამ სახეობისადმი უნდა იყოს შემდეგი:
  • უნდა ისჯებოდეს მარიხუანას კულტივირება.
  • მარიხუანას მოხმარება არ უნდა ისჯებოდეს არც სისხლის და არც ადმინისტრაციული კანონმდებლობით. პირი, რომელსაც დაუდგინდება მარიხუანას მოხმარების ფაქტი აყვანილ უნდა იქნას აღიცხვაზე და გავრცელდეს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონი.
  • მარიხუანას მომხმარებელი უნდა იყოს სახელმწიფო აღრიცხვაზე (როგორც მეტადონის პროგრამაში არიან რეგისტრირებულნი);
  • მარიხუანას მომხმარებელი რეგისტრირებული პირი სახელმწიფოსაგან უნდა ღებულობდეს მარიხუანას ყოველდღიურ ულუფას უფასოდ (მარიხუანას კულტივირება სახელმწიფოს უფლება უნდა იყოს მხოლოდ);
  • მარიხუანას მომხმარებელი რეგისტრირებული პირზე უნდა გავრცელდეს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონი (აეკრძალება ავტომანქანის მართვა, სააფთიაქო, საადვოკატო და სხვა საქმიანობა, შეზღუდული პოლიტიკური საარჩევნო უფლება და სხვა);
  • პირი, რომელიც ისურვებს მოიხსნას რეგისტრაცია და აღიდგინოს ჩამორთმეული უფლებები, ვალდებული იქნება წარმაოდგინოს 6 თვის მანძილზე სისტემატიური (თვეში სამჯერ) ნარკოლოგიური შემოწმების დოკუმენტი. აღდგება უფლებებში, თუ ამ ვადის მანძილზე მას არ დაუდგინდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი