პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ თამბაქოში ბოლო დროს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ ინგრედიენტებს ურევენ. დავინტერედით, რომელ მავნე ნივთიერებებს შეიცავს თანამედროვე თამბაქო და რა რისკის წინაშე დგას მწეველი ადამიანი?

გიორგი მაღრაძე, თამბაქოს კონტროლის ალიანსის წევრი: 

_ თავიდანვე განვმარტავ, თუნდაც სუფთა თუთუნი იყოს სიგარეტში, ის მაინც მავნეა ჯანმრთელობისთვის. ეს დამტკიცებულია და ყველა თანხმდება ამაზე, თვით ინდუსტრიაც.

რაც შეეხება დანამატებს, ბოლო წლებში დაიწყეს სხვადასხვა დანამატების დამატება სიგარეტში, რომ მისცენ სხვადასხვა არომატები, კვამლის ფერი იყოს განსხვავებული და ა.შ. ასევე არის დანამატები, რომელიც უფრო მეტად ზრდის დამოკიდებულებას, ანუ ადექტიურობას. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ართულებს სიგარეტის გადაგდების პროცესს. თავად ნიკოტინიც იწვევს დამოკიდებულებას, მაგრამ ამას გარკვეული ძალისხმევის შედეგად ძლევდა ადამიანი და ანებებდა თავს მოწევას. ახლა კი ისეთ ქიმიურ დანამატებს შეიცავს, რომელიც ძალიან ართულებს ამ პროცესს”, – განაცხადა EURONEWS.GE – თან მაღრაძემ.  მისივე თქმით, ელექტრონული სიგარეტი არანაირად არ წარმოადგენს მოწევაზე თავის დანებების საშუალებას.

,,ჯერ ერთი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნით, იგი არანაირად არ წარმოადგენს მოწევაზე თავის დანებების საშუალებას. პირიქით, შესაძლოა უფრო დამოკიდებულიც კი გახადოს ადამიანი. მის შემადგენლობაში არის მთელი რიგი ტოქსიკური და კანცეროგენული ნივთიერებები, როგორიცაა: ულტრაწვრილი ნაწილაკები, პროპილენის გლიკოლი, აცეტალდეჰიდი, კადმიუმი, ფორმალდეჰიდი, იზოპრენი, ტყვია, ნიკელი, ნიტროზონორნიკოტინი, ტოლუოლი, სხვადასხვა არომატიზატორები. კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამ კუთხით, მაგრამ უკვე დაზასტურებულია, რომ ის იწვევს დამოკიდებულებას, ასთმას და კიბოს”, – განაცხადა გიორგი მაღრაძემ.

ნინო შავერდაშვილი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი