,,დიდ ქართულ პოლიტიკაში არის ორი ქალბატონი, რომელთაც მე პატივს ვცემდი … თუმცა, დღესაც ვიზიარებ იმ აზრს, რომ ორივე ამ ადამიანს გარკვეული ქარიზმა გააჩნია. ესენი ნინო ბურჯანაძე და ირმა ინაშვილი არიან. მე მათ ვქომაგობდი, აგიტაციას ვუწევდი … ახლობლებთანაც კი მომდიოდა მათ გამო კამათი, რომლებიც მათზე ჩემს შეხედულებებს არ იზიარებდნენ. ქალბატონი ნინო ეჭვსგარეშეა, რომ განათლებული, ტაქტიანი და თავშეკავებული ადამიანია … მან შესანიშნავად იცის, თუ რა და როდის უნდა თქვას და ალბათ ერთადერთხელ ვიხილეთ იგი აღელვებული … 26 მაისის ღამეს, როცა პოლიციამ მისი შვილი, ანზორ ბურჯანაძე დააკავა … იმედგაცრუება მაშინ დამეუფლა,  როცა მივხვდი, რომ პრინციპში, მას ადამიანები, ჩვენი ქვეყნის უბრალო მოქალაქეები არ აინტერესებდა და მისი საკუთარი ამბიციები ძალიან დიდი იყო. პარტიაში არ იყო განვითარების შესაძლებლობები, ინიციატივებს მხარდაჭერა არ ჰქონდათ, პარტიის რესურსები არ იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეთა უფლებები ყოფილიყო მხარდaჭერილი …  პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომ პარტია ადამიანებისგან შედგება და ვერ იქნება პოპულარული, თუ ხალხთან მჭიდრო კონტაქტი არ ექნება…

   იგივე შეცდომებს იმეორებს „პატრიოტთა ალიანსი“ … რაც უფრო წარმატებული ხდება ეს პარტია, მით უფრო ნაკლები კონტაქტი აქვს ხალხთან. პარტია თანდათანობით სექტას ემსგავსება … პარტიის ლიდერი არ თვლის, რომ უბრალო ადამიანებთან შეხვედრა საჭიროა, თუნდაც ისეთებთან, რომლებიც მისი ორგანიზაციის მიმართ უბრალოდ სიმპათიებს გამოხატავენ. „ალიანსის“ საპარლამენტო ფრაქცია 6 პიროვნებისგან შედგება და არც ერთს არ აღმოაჩნდა დრო საიმისოდ, რომ „უსახლკაროთა შესახებ“ კანონის ინიცირება მოეხდინა პარლამენტში, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის მიერ იქნა შემუშავებული ! და ეს იმის მიუხედავად, რომ ირმა ინაშვილისგან გვქონდა დაპირება, რომ ამას არჩევნების შემდეგ, პარლამენტის პირველივე სესიაზე გაკეთებდა !

    7 თვის მანძილზე, პირადად მე ვცდილობდი დამერეკა, შევხვედროდი და ა.შ. თუმცა, მუდმივად მამისამართებდნენ ბატონ. გ. თევდორაძესთან, რომელიც ყურმილსაც კი აღარ იღებდა…. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ბატონი გოჩა, სხვა არავინაა თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ პროდუქტი (შეგიძლიათ ქუთაისის სიები ნახოთ) … შემდეგი იყო ბატონო გ. ჯოჯუა, რომელიც პარლამენტში აპარატის ფრაქციაში მუშაობს … თუმცა, მას საერთოდ წარმოდგენა არა აქვს ამ კანონპროექტზე და შესაბამისად საქმის კურსშიც არ არის …
ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი მირეკავს, რომლებიც კანონპროექტის ინიცირებას ელოდებიან … რეკავენ და მეკითხებიან, თუ რას აკეთებს ქალბატონი ირმა ამ მიმართულებით ? მან ხომ დაპირება მოგვცა … მე არ ვიცოდი რა მეპასუხა, ახლა კი ვიცი. მე ვუპასუხებ ამ ადამიანებს, თუ როგორ ექცევიან ხალხის ნებას პარტიის ლიდერები, ლიდერები რომელთაც არაერთხელ უთქვიათ, რომ ისინი ხალხის პარტია არიან, თუმცა როგორც აღმოჩნდა ხალხის გარეშე !
საშინელებაა, როცა იმედები გიცრუვდება იმ ადამიანებისაგან, რომელთა მიმართაც სიმპათიები და კეთილგანწყობა გამოძრავებდა… თუმცა, ამომრჩეველთა საყურადღებოდ ვიტყვი: აუცილებლად ჩახედეთ პარტიულ სიებს, სანამ ხმას ვინმეს მისცემთ ! ლამაზი სიტყვები, მგზნებარე დაპირებები – ხმის მიცემის საბაბი არ არის !” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უმუშევართა კავშირის თავმჯდომარე, თამარ იოვაშვილი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი