,,ამას წინათ ბაზარში გახლდნენ ჩემი მეგობრები სპეციალურად იმისთვის, რომ გადაგვემოწმებინა, რეალურად რისი შეძენა იქნებოდა შესაძლებელი. ჰოდა, ჰოი საოცრებავ, გრამობით განსაზღვრული სურსათის შეძენას, შევაჭრებებით, საარსებოდ რომ გეყოს, ძნელად თუ იყიდი არსებული პენსიით (180 ლარით) და მერე ტრანსპორტის, წამლის, ტანისამოსის, კომუნალური გადასახადების და ჰიგიენური საშუალებებისთვის ერთი თეთრიც კი არ გრჩება ადამიანს! ანუ რა გამოდის ბატონო კაკი? გრამობით თუ მოვახერხეთ საჭმლის ყიდვა, ამით მთავრდება ჩვენი არსებობისთვის საჭირო საჭიროებები? ერთად წავიდეთ ბაზარში თუ არ გჯერათ Kaki Zoidze?”

_ წერს სოციალურ ქსელში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი თეონა ჭალიძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა:
“დღეს პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია. რასაკვირველია, ეს საკმარისი არაა და ჩვენ მხოლოდ ვემხრობით, თუ გვექნება საშუალება გაიზარდოს პენსია. ჩვენი გაცხადებული გეგმები ცნობილია, რომ დაგროვებით პენსიასთან ერთად, ეკონომიკური ზრდის, თუ ფასების ზრდის პარალელურად პენსიონერებისთვის პენსიები გაზრდილიყო. ეს მთავრობამ გაითვალისწინა და ველოდებით, რომ 2019 და 2020 წლებში პენსიები 20-20 ლარით გაიზრდება. ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პენსიონერი არ იყოს პოლიტიკოსზე წინასაარჩევნოდ დამოკიდებული, საჯილდოო ქვადაა პენსიის ზრდა გადაქცეული, ახლა ყველას ეცოდინება, რამდენით გაეზრდება პენსია, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, “- განაცხადა ზოიძემ.
შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ 2018 წელს პენსია არ გაიზრდება.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი