შემთხვევა ყაზახეთში ალმა-ატის რეგიონის ერთ-ერთ დასახლების სკოლაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ნაძვის ხეზე გაწყობილმა მანათობელმა გირლიანდებმა მოკლე ჩართვა გამოიწვია, რასაც ხანძარი მოჰყვა.

შემთხვევა ზუსტად იმ დროს მოხდა, როდესაც ბავშვები ნაძვის ხის გარშემო იმყოფებოდნენ.

პედაგოგებმა და მშობლებმა ბავშვების სკოლის შენობიდან გამოყვანა შეძლეს. ხოლო შემდეგ, სახანძრო მანქანების მოსვლამდე ცეცხლი საკუთარი ძალებით ჩააქრეს.

ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი