Home საზოგადოება სამართალი და კრიმინალი სკანდალური დოკუმენტი, რომელიც ადვოკატთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა მოიპოვა

სკანდალური დოკუმენტი, რომელიც ადვოკატთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა მოიპოვა

20 second read
0
37

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი, სამართლიანი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის ხელშეწყობისათვის აქტიურ ქმედებებს იწყებს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, უფლებადამცველი – გიორგი თევზაძე განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოში გამოწვევად რჩება ნდობა სასამართლო ორგანოების მიმართ. სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ არც თუ შვიათად, საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს არასამართლიანი მართლმსაჯულება და მოქალაქეთა უფლებების დარღვევა. ეს საკითხი მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. დამოუკიდებელი სასამართლო წარმოადგენს ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიული პროცესების გარანტს. ამიტომ აუცილებელია, საქართველოში დამკვიდრდეს სამართლიანი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება, ისევე, როგორც ეს არის განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. აღნიშნული საკითხში პიდაპირკავშირშია სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების საქმეში.

ამ საკითხებზე ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან და ხელისუფლების სხვა ორგანოებთან. დაწყებული სამუშაოებისათვის გამოვითხოვეთ ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან. ამ ინფორმაციის მიხედვით, 2014–2016 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შესწავლილი იქნა რამდენიმე ასეული განცხადება-საჩივარი, რომლებზეც 2014 და 2015 წლებში დისციპლინური დევნა არ დაწყებულა არც ერთი მოსამართლის მიმართ, ხოლო 2016 წლის მონაცემებით მხოლოდ ორი მოსამართლის მიმართ იქნა გამოყენებული დისციპლინური ღონისძიება – შენიშვნა. ეს გარემოება მიუთითებს ან განმცხადებლების მიერ დაუსაბუთებლად მომზადებულ განცხადებებზე, ანდაც ხელისუფლების არასაკმარის პოლიტიკურ ნებაზე, სწორი და ადექვატური რეაგირება განახორციელოს მოსამართლეთა მიერ დაშვებულ დისციპლინურ გადაცდომებზე. რთულად წარმოსადგენია, რომ ასობით განცხადება-საჩივრიდან თუნდაც ნაწილი არ არის მომზადებული სათანადო დასაბუთებით. ამ სფეროზე საზოგადოებრივი მონიტორინგის ხელშეწყობა და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება იქნება მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი, მოსამართლეთა სანდოობის პროცესის ამაღლებისა და მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომებზე ადეკვატური რეაგირების საქმეში.

ამ მიზნით საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი იწყებს მაშტაბურ ღონისძიებას ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობის ფორმატში. იგეგმება ასევე საჯარო დისკუსიები ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოებისა და დაინტერესებული საზოგადოების მონაწილებით. ეს შედეგი საერთო ძალისხმევისა და ფართო კონსესუსის შედეგი გახდეს, რომელიც შედის ქვეყნის განვითარების, სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებისა და სამართლიანი მართლმსაჯულების ხელშეწყობის საქმეში. საზოგადოება ჩვენს მიერ ინფორმირებული იქნება ამ მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე“, – აღნიშნულია გიორგი თევზაძის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In სამართალი და კრიმინალი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *