სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია საქართველოს რუკა. მას ახლავს ასეთი ტექსტი (ტექსტში უცენზურო სიტყვები წაშლილია და მის ნაცვლად წერია მრავალწერტილი _ რედ):

,,ჩვენს მიერ ნაყიდი რუკა ტურისტებისთვის, სადაც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოებადაა მონიშნული, ხო გასაწყვეტები არიან ქართველები პირველ რიგში, ვინც ამას აკეთებს, უნდა დაახვიო და გაუკეთო ეს რუკა ერთ ადგილას ამ … მიმცემებს.
(ყიდვის ისტორია: დაახლოებით 10 დღის წინ დავაბარე დედაჩემს ეყიდა რამდენიმე რუკა, მივიდა რუსთაველის 16-ში, წიგნების მაღაზია დაკეტილი იყო, არკასთან ზის ქალი, ყიდის წვენებს, ქონია გასაღები იმ მაღაზიის, გამოიტანა ეს რუკა და მიყიდა დედაჩემს 10 ლარად, ჩვენ არც მიგვიქცევია ყურადღება, იდო აქამდე ასე, დღეს გადავშალე და რო ვნახე, გავცოფდით, მარა 10 დღეა გასული, რას დაუმტკიცებ ახლა ან იმ მაღაზიის მეპატრონეს ან იმ წვენების გამყიდველ ქალს.

 დღეს სპეციალურად მივედი ისე, ვითომ ყიდვა მინდოდა რუსულენოვანი რუკის და აღარ ქონდათ ეს რუკა. ფაქტზე მინდოდა დამეჭირა და გადამეღო. შეიცხადეს, რაც გარეთ გვილაგია, ეს გვაქვსო მარტო, მაღაზიის თანამშრომელმა საერთოდ მითხრა, ჩვენთან არ იყიდებაო მსგავსი რამე, გარეთ მოიკითხეო. ასეთები ეგრევე ფაქტზე თუ არ დაიჭირე, მერე რას დაუმტკიცებ?)”

.

.

კომენტარები
Загрузка...