საზოგადოება

სკანდალი! ,,ბადაგონი”-ს კომპიუტერებიდან ინფორმაცია გარეშე პირებმა ამოიღეს

   სკანდალი-ექსკლუზივი

,,ბადაგონი”-ს ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა EURONEWS.GE -ს ექსკლუზიურად გადასცა, მის მიერ, მთავარ პროკურორთან გაგზავნილი წერილის ასლი. წერილში ნათქვამია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა არ შეასრულა მოსამართლის იმპერატიული მოთხოვნა და ,,ბადაგონი”-ს კომპიუტერებში არსებული ინფორმაცია დისკზე გადააწერინა არა გამომძიებლებს, არამედ გარეშე პირებს, რაც მათი მხრიდან კანონის უხეში დარღვევა და დანაშაულია. აქედან გამომდინარე მოვითხოვ, დაიწყოს სისხლის სამართლის დევნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებზეო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე, რომან ხორავა განჩინებაში წერს:

 

.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეოთხე სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს ,,ბადაგონის” წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე.

2018 წლის 1 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ირაკლი მირცხულავამ და ითხოვა შპს ,,ბადაგონის” იურიდიული მისამართლიდან  _ ახმეტა, ს.ზ ხოდაშენი, შპს ,,ბადაგონის” ფილიალიდან, მდებარე _ კახეთი, საგარეჯოს რაიონი, სოფელი მანავი და შპს ,,ბადაგონის” ფაქტობრივი მისამართიდან  – თბილისი, თავისუფლების მოედანი #4-დან, გამოთხოვილი იქნას კომპიუტერულ სისტემაში და კომპიუტერულ მონაცემთა შესახებ საშუალებით დაცული შპს ,,ბადაგონი”-ს სამიანობასთან დაკავშირებული სრული ელექტრონული ინფორმაცია, მათ შორის საბუღალტრო პროგრამა.

მოსამართლე დადგენილებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირაკლი მირცხულავას შუამდგომლობა სისხლის სამართლის საქმეზე დაკმაყოფილდეს.

შპს ,,ბადაგონი”-ს იურიდიული მისამართიდან, ფილიალიდან, ფაქტობრივი მისამართიდან გამოთხოვილი იქნეს კომპიუტერულ სისტემაში და კომპიუტერულ მონაცემთა შესახებ საშუალებაში დაცული შპს ,,ბადაგონი”-ს საქმიანობასთან დაკავშირებული სრული ელექტრონული ინფორმაცია, მათ შორის საბუღატრო პროგრამა.

განჩინების შესრულება დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებსო.

EURONEUS.GE-მ მოიპოვა ,,ბადაგონში” საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ოქმი, რომელშიც წერია საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეთა სია, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ელექტრონული ინფორმაციები ,,ბადაგონი”-ს კუთვნილი კომპიუტერებიდან გარეშე პირებმა ამოიღეს და არა გამომძიებლებმა. სიის #8 _ ნიკოლოზ თათულაშვილი _ შპს ,,ბადაგონის” აიტი მენეჯერია, # 13 – ირაკლი ქშუტაშვილი კი ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი.

ეს რომ ნამდვილად ასე იყო, ამას ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის წერილი-საჩივარიც ცხადყოფს, რომელიც მან მთავარ პროკურორს გაუგზავნა:

,,მოსამართლის დადგენილების თანახმად, განჩინების შესრულება დაევალათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს.

2018 წლის 07 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოს გამომძიებელმა ნინო დარბაიძე შეადგინა ოქმი სისხლის სამართლის სამეზე ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. ოქმში მითითებულია, რომ საგამოძიებო მოქმედებებისას აღიწერა  თბილისის თავისუფლების მოედანი #4. შპს ,,ბადაგონის” ოფისში განთავსებული კომპიუტერების პროცესორებიდან განხორციელდა შპს ,,ბადაგონის” საქმიანობასთან დაკავშირებული სრული ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვა. ოქმის თანახმად, ინფორმაციის გამოთხოვა განხორციელდა ირაკლი ქშუტაშვილის და ნიკოლოზ თათულაშვილის უშუალო მონაწილეობით. ხსენებული პირების მიერ ხდებოდა კომპიუტერში არსებული ინფორმაციის გადმოწერა მყარ დისკზე…

ბატონო ირაკლი, როგორც ვხედავთ, ნაცვლად იმისა, რომ შესრულებულიყო განჩინებაში მითითებული იმპერატიული მოთხოვნა, რომ ინფორმაციის გამოთხოვა განეხორციელებინათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს, ინფორმაციის გამოთხოვა განხორციელდა ირაკლი ქშუტაშვილისა და ნიკოლოზ თათულაშვილის უშუალო მონაწილეობით. ოქმის თანახმად, არცერთი არ არის გამომძიებელი. მოსამართლის განჩინებიდან გამომდინარე, მათ შეხება არ უნდა ჰქონოდათ კომპიუტერებთან.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მოვითხოვ, დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლების მიმართ…” _ ნათქვამია ადვოკატი საჩივარში.

ნელი ვარდიაშვილი

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close