ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერების დასკვნით, შემდეგი 80 წლის განმავლობაში სიცხისგან გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოში თანდათან გაიზრდება.

მეცნიერების განცხადებით, XXI საუკუნის დასასრულს, მსოფლიოში ტემპერატურის მატება კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება. მათი თქმით, ადამიანის ორგანიზმი ნორმალურად მაქსიმუმ 37 გრადუს ცელსიუსის პირობებში ფუნქციონებს. ამ ტემპერატურის მაღლა კი ადამიანის სხეულის მუშაობა ინდივიდუალურია.

მეცნიერების მტკიცებით, გაუსაძლისი სიცხის მსხვერპლი დედამიწის მოსახლეობის მესამედი გახდება. ამ მხრივ განსაკუთრებული პრობლემები სუბტროპიკულ და ტროპიკულ სარტყელში მდებარე ქვეყნების მოსახლეობას შეექმნებათ.

მკვლევრების აზრით, კლიმატი იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ადამიანის ორგანიზმი ახალ პირობებთან შეგუებას ვერ ასწრებს.

კვლევის პროცესში მეცნიერებმა 1900-ზე მეტი სტატისტიკური მონაცემები შეისწავლეს. გამოიკვეთა, რომ სიცხის პრობლემა აქტუალური 1980-იანი წლებიდან გახდა. 1995 წელს ჩიკაგოში, მაღალ ტემპერატურას 740 ადამიანი ემსხვერპლა, 2003 წელს პარიზში 4900-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 2010 წელს მოსკოვში კი 10.8 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მხოლოდ მაისში, ინდოეთში სიცხისგან 167 ადამიანი დაიღუპა.

მეცნიერების კვლევის შესახებ სტატიას The Independent ავრცელებს.

imedinews.ge

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი