სიცილიურმა მაფიამ სამხრეთ ევროპაში ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების გამო, ახალი კომერციული არხების მოძიება გერმანიში დაიწყო. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გამოცემამ ბოლო პერიოდში გერმანიაში ნარკომაფიის წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური ოპერაციები გაანალიზა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამშენებლო ბიზნესიდან იტალიური მაფიის წარმომადგენლებმა, თავიანთი საქმიანობისთვის ახალი ინვესტიციებისთვის სწორედ გერმანია აირჩიეს.

21 ივნისს, გერმანიის ფინანსური პოლიციისა და იტალიის სისხლის სამართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,ერთობლივი ოპერაციის შედეგად, გერმანიაში ნარკობიზნესში ეჭვმიტანილი 19 ეჭვმიტანილი დააკავეს. გამოძიების ცნობით, იტალიელები გერმანაიში იტალიური მაფიოზური ოჯახის, მონდინოების კლანის დაკვეთით მუშაობდნენ. იტალიელები გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ფედერალური მიწის ტეროტორიაზე დააკავეს

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი