Home ახალი დამატებული სიღნაღის მუნიციპალიტეტში ერთ თვეში ორი კულტურის სახლი დაიწვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ერთ თვეში ორი კულტურის სახლი დაიწვა

20 second read
0
28

ერთი თვეში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ორი კულტურის სახლი დაიწვა. ჯერ ნუკრიაანის კულტურის სახლი, ახლა კი  ტიბაანში წაეკიდა ცეცხლი კულტურის კერას. ადგილობრივი მოსახლეობა განცვიფრებული კითხულობს: რა უბედურებაა, ყველგან ყველაფერი როგორ ვიწვისო?

რამდენიმე საათის უკან, ფეისბუქმეგობარმა ქეთი მოლაშვილმა ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

” ლამაზად განათებული ციხე კოშკი არ გეგონოთ, ამ წუთებში ტიბაანის კულტურის სახლი იწვის. „კარგად“ დაიწყო ეს წელი, ჯერ ნუკრიანი, ახლა ტიბაანი. და იცით რატომ? იმიტომ, რომ უპატრონოდაა მიგდებული; იმიტომ, რომ შიგნით თამაშობენ, ბირჟაობენ, ცეცხლს ანთებენ და მერე იწვება. იმიტომ, რომ სახანძრო მანქანა ჰყავთ 2-3; იმიტომ, რომ ვერ ჩააქრობენ კარგა ხანს; იმიტომ, რომ თავს არავინ შეიწუხებს; იმიტომ, რომ მაინც დანგრეულია და ხვალ აღარ იქნება. ტიბაანის კულტურის სახლი იყო ყველაზე დიდი და ლამაზი შენობა მთელს მუნიციპალიტეტში.

ახლა იწვის, იმიტომ, რომ ფული გვაქვს ჯარისთვის, პოლიციისთვის, გზებისთვის, შენობების გახსნისთვის, ჯანდაცვისთვის და არა გვაქვს კულტურისთვის!! იმიტომ, რომ არაპრიორიტეტულია კულტურა და იმიტომ, რომ ბიუჯეტში მხოლოდ 90 ლარია გამოყოფილი “კულტ სახლების მენეჯერებისთვის”. მრცხვენია ამდენი უპატრონობისთვის, ყელში მაქვს ამდენი უბედურება… გვაქვს ქვეყანა, სადაც მიყოლებით წვავენ კულტურის სახლებს (გათბობისთვის) და ქვეყანა, სადაც არაფერს ვაკეთებთ ამ უბედურებისთვის. მერე გამოვა ვიღაც და „როცა ხალხს წყლები არ აქვს, როცა გზები არა აქვს, პრიორიტეტული ვერ იქნება კულტურა”.

არ მინდა წყალი და მინდა გუბეში ვიარო, მწყურვალმა და ნახევრად ტალახში ამოსვრილმა შევაბიჯო დამშვენებულ კულტურის სახლში. ჰო ასე მინდა! ზუსტად ასე!! ვიღაც კი აგებს და აგებს გზებს, უსასრულოდ. უკულტურო ქვეყანა, ქვეყანა არაა!“

ფოტო: ნინი ხატიაშვილის

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *