Home საზოგადოება სამართალი და კრიმინალი სისხლის სამართლის ახალი ცნება -„ადევნება“ 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

სისხლის სამართლის ახალი ცნება -„ადევნება“ 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

21 second read
0
27

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ სტამბოლის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს ეხება, მათ შორის, „სისხლის სამართლის კოდექს“-ს. ცნობილი გახდა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში წერეს ახალ ცნებას – „ადევნება“-ს და ის დასჯადი ქმედება ხდება.
„ადევნება“ განისაზღვრება როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი, ასევე არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. აღნიშნული ქმედება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით იქნება დასჯადი.

გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც „სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი“ დანაშაულად განიხილავს, დასჯადი ხდება იძულებით სტერილიზაციაც. კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იძულებითი სტერილიზაციისთვის, შესაბამის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In სამართალი და კრიმინალი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *