გერმანელი და ქართველი ადვოკატების მონაწილეობით მიმდინარეობს მედიაციის აქტუალურ საკითხებზე კონფერენცია.

„ქართულ სამართალწარმოებაში მედიაცია უმნიშვნელოვანესი და ახალი ინსტიტუტია. ვიმედოვნებ, მოცემული ინსტიტუტი სასამართლო სისტემას განტვირთავს და დავათა შეთანხმებით დასრულებას ეფექტურს გახდის. ეს კი ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას წაადგება“ – განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და საერთაშორისო მდივანმა, დავით ასათიანმა.

.

.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად იღებს მონაწილეობას მედიაციის პოპულარიზაციაში. მიმდინარე წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება ტრენინგები თემაზე – “ადვოკატის როლი მედიაციის განვითარებაში”. ადვოკატები მოცემული ტრენინგის ფარგლებში იძენენ მედიაციის პროცესში ჯეროვნად მონაწილეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, სპეციალიზირებულ ცოდნას და ეცნობიან საერთაშორისო პრაქტიკას.

„ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგების მიმდინარეობისას კოლეგების მაღალი აქტივობა და სიახლეებისადმი მზაობა გვაფიქრებინებს, რომ ასოციაცია სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ კვლავაც შევთავაზებთ თანამედროვე გამოწვევების შესამის ტრენინგებს ჩვენი კორპუსის წევრებს“ – აღნიშნა CEDR-ის აკრედიტებულმა მედიატორმა და ტრენერმა მედიაციის საკითხებში დავით ასათიანმა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი