სანდრო ბრეგაძე, ,,ქართული მარში”-ს ლიდერი:

_ SOS !!! SOS !!! SOS !!! კიდევ ერთი ღალატი—სვანებმა ხე არ მოჭრანო და სამაგიეროდ, ჩინურ კომპანია “ჰუალინგ ჯგუფმა”, რომელიც სარწმუნო ინფორმაციით დავით საგანელიძის ბიზნეს-პარტნიორია, შეიძინა ხე-ტყის დამზადების 20 წლიანი ლიცენზია, რაც მოიცავს ყოველწლიურად 88 000 მ3 ხის დამზადების უფლებას. როგორც საქართველოში ყველაზე დიდი ინვესტორი სატყეო მეურნეობაში, ჰუალინგ ჯგუფი სარგებლობს საშეღავათო პირობებით და გააჩნია საკმაოდ ძლიერი შესაძლებლობები. ,,ჩვენ გაგვაჩნია ხე-ტყის გადამუშავების ერთიანი და კომპლექსური სისტემა, რაც მოიცავს: ხის მოჭრას, გადამუშავებას, ავეჯის დამზადებას და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მეშვეობით საექსპორტო ბაჟის გარეშე ქვეყნიდან ექსპორტს. ქალაქ ქუთაისში არსებული ავეჯის ქარხნის ფართობი 20.000 მ2-ს შეადგენს, ავეჯის საგამოფენო დარბაზის ფართობი კი – 2.500

ხე-ტყის ექპორტი ხდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან ახლოს მდებარე ფოთის პორტიდან. ხე-ტყის 95%-ის ექსპორტი ხორცელდება შუა აზიაში, ეგვიპტეში, ირანში, ერაყში და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, დანარჩენი 5 %-ის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. მზა ხის მასალის ექპორტი კი ხდება თურქეთში, სომხეთში ჩინეთში და დუბაიში”.

 ეს არის ღალატი, ღალატზე უარესი. სვანებს ოჯახის გამოკვების მიზნით 2 ხის მოჭრას უკრძალავენ დ სამაგიეროდ, ჩინელები და საგანელიძეები მდიდრდებიან !!!

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი