გუშინ ამერიკის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა. „ჩემი გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან წასვლისა განპირობებულია იმით, რომ მხარი დავუჭირო ფედერაციას და ვიმოქმედო მისი ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა სტივ პენმა. ამავე დროს, ამერიკული პრესის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ მისი წასვლა ამ თანამდებობიდან იძულებითია და არა ნებაყოფლობითი, რადგან თანამდებობის დატოვება მას „სთხოვა“ ნაციონალურმა ოლიმპიურმა კომიტეტმა.

გასულ კვირას იურისტმა ჯონ მენლიმ მოუწოდა კოლეგებს, რომ ტანვარჯიშის ფედერაციისთვის შეეწყვიტათ აკრედიტაცია. სპორტული გაერთიანება უნდა იყოს რეორგანიზებული, ქვევიდან ზევით – განაცხადა მენლიმ. მისი თქმით, აგერ უკვე უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში 70 გოგონა და ქალი გახდა მსხვერპლი ძალადობისა ქვეყნის ტანვარჯიშის ნაკრების ყოფილი ექიმის – ლოურენს ნასსარის მხრიდან, რომლის მიმართაც წაყენებულია 80 ბრალდება სექსუალური ხასიათის კანონდარღვევისა 1996 წლიდან 2015 წლამდე. იგი დააპატიმრეს 2016 წლის დეკემბერში ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების გამო. ახლა იმყოფება ციხეში და ელოდება სასამართლოს. მას ადანაშაულებენ სექსუალურ ძალადობაში არასრულწლოვანთა მიმართ და ბავშვთა პორნოგრაფიაში.

მოამზადა ნანა ჯოხარიძემ

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი