გთავაზობთ  წერილს, რომელიც ვაჟა ფშაველამ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, პოემა „ბახტრიონის“ დაბეჭდვაში დახმარებაზე გაუგზავნა.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას:

ვაჟა-ფშაველას

თხოვნა:

“მე განვიზრახე ჩემი ნაწერების ცალ-ცალკე წიგნებად გამოცემა: ამ თავით მინდა დავბეჭდო პოემა “ბახტრიონი”, მაგრამ სამწუხაროდ, ფული არ მაქვს და ამიტომ მივთავ პატივცემულ გამგეობას მომცეს სესხად ასი მანათი, რომელსაც გადავიხდი წიგნის დაბეჭვდის თანავე, რადგან წიგნები 400 ცალი იქნება თქვენსავე ხელში, გამგეობის ბიბლიოთეკაში, როგორც მინდობილი მაქვს უკვე, მწარმოებელი ივანე ავალიშვილი მოგცემთ ამის ანგარიშს სრულს, აუცილებლად. ეს თქვენგან მოცემული ასი თუმანი დაედება საძირკვლად დანარჩენი ჩემი თხზლულებების გამოცემას, რასაც შედეგად მოჰყვება ის, რომ მეც ცოტა წელს მოვიმაგრებ და გამგეობაც არაფერს დაკარგავს”.

ვაჟა-ფშაველა

1910 წ. 23 ნოემბერს

ვაჟა-ფშაველას თხოვნა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას პოემა „ბახტრიონის“ დაბეჭდვაში დახმარებაზე:

წყარო: PrimTime

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი