დავალიანების განულების, სესხების პატიების პროექტის მასშტაბურობის მიუხედავად, აღნიშნული პროცესი დაპირებისამებრ 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სიების ფორმირების შესახებ ინტენსიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

ამასთან, როგორც მინიტრის მოადგილემ აღნიშნა, პროექტში დამატებით ცაერთო სესხის გამცემი 10-მდე ორგანიზაცია.

„სესხების პატიების პროექტში დამატებით სესხის გამცემი 10-მდე ორგანიზაცია ჩაერთო, რომლებსაც საწყის ეტაპზე თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონდათ. ამ ეტაპზე, მათი მხრიდან ჩამოსაწერი სესხების მონაცემების მოწოდება მიმდინარეობს. ყველა ჩამოსაწერ სესხზე ინფორმაცია ასახული იქნება ერთიან ბაზაში, რომელიც უახლოეს პერიოდში განთავსდება სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებგვერდზე“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა,  თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა,  აღნიშნულ ბაზაში  საკუთარი თავი გადაამოწმოს. ასევე, მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ მიმართონ საფინანსო ორგანიზაციებს, რომლის ვალიც აქვთ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავალიანების განულების ინიციატივის შესახებ 19 ნოემბერს განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.

წყარო: 1TV

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი